“გარდაუვალი პროცესია, აგვისტოს ბოლოსკენ საქართველოში დელტა ვარიანტი დომინანტი იქნება”

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის მოსაზრებით, გარდაუვალი პროცესია, აგვისტოს ბოლოსკენ საქართველოში დელტა ვარიანტი დომინანტი იქნება.

კულუმბეგოვის თქმით, ქვეყანა შეზღუდვების დაწესების წინაშე დგას.

„არსებული ციფრებით პანდემიის მართვა ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის, სადაც მოწყვლადი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილი არ არის, ვფიქრობ, აუცილებელია. როგორც ერთი ექიმი, ექსპერტი, საჭიროდ მიმაჩნია პირბადის წესის რეგულაციის შემოტანა შენობის შიგნით და შენობის გარეთ, მოწოდება იყოს რესპირატორების გამოყენებაზე ასაკოვან ადამიანებში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. მიმაჩნია, აუცილებლად 5-10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა. ალბათ, ამ ეტაპისთვის, მხოლოდ ღია სივრცეში უნდა იყოს კვების ობიექტები დაშვებული, რადგან ეს არის სივრცეები, სადაც ადამიანები კვების დროს ვერ იყენებენ პირბადეს; აუცილებელია ტესტირების დიდი რაოდენობა, რათა მეტი დაავადებული გამოვავლინოთ, მათი იზოლაცია და კარანტინი შევძლოთ. რაც შეიძლება სწრაფად მიეცეთ ადამიანებს საშუალება, დროის მოკლე მონაკვეთში გაიკეთონ ვაქცინა“, – აცხადებს კულუმბეგოვი.

banner
წინა სტატიაშიგახარია: თბილისის მერობის კანდიდატზე არანაირი კონკრეტული გადაწყეტილება არ არსებობს, ვმუშაობთ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს