25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში დაიბარეს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში დაიბარეს.

„დამირეკეს პროკურატურიდან და დამიბარეს დღეს 17 საათზე შეხვედრაზე. შეხვედრის შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ“,- წერს თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, თეონა თამაზაშვილმა შვილის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურას ხელახალი გამოძიების ჩატარებისთვის 19 აგვისტოს მიმართა.

თეონა თამაზაშვილის შეფასებით, მისი შვილი თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს და აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია გააჩნია.

banner
წინა სტატიაშიეს კლანებს შორის დაპირისპირების გაგრძელებაა- გიორგი შარაშიძე ღარიბაშვილზე
შემდეგი სტატიალანა გალდავა: გაერო-ს უშიშროების საბჭოს განცხადება დასტურია, რომ მოკავშირეები ჩვენი ინტერესების დასაცავად მზად არიან