ხუთშაბათს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ჩეხი ჟურნალისტი, ყოფილი პოლიტიკოსი, სენატორი იარომირ შტეტინა.
იარომირ შტეტინა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში საომარი მოქმედებების დროინდელი ჟურნალისტი.
საქართველოს დიდი მოყვარული, ადამიანი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიულად განვითარებისთვის ბევრი რამ გააკეთა.
როდესაც ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო გაიხსნა, იარომირ შტეტინა იყო ის ჟურნალისტი, ვინც პირველი პრესკონფერენცია მოაწყო. შემდგომ, უკვე 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში ის მაქსიმალურად აკეთებდა ყველაფერს რათა ევროპისა და მსოფლიო საზოგადოებას რუსული ოკუპაცია დაეგმო.