13.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

გარდაიცვალა ნიკოლოზ ლეკიშვილი

გარდაიცვალა დედაქალაქის ყოფილი მერი ნიკოლოზ (ნიკო) ლეკიშვილი. ნიკოლოზ ლეკიშვილი დაიბადა 1947 წელს.

ნიკოლოზ ლეკიშვილი სხვადასხვა წლებში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. მათ შორის 1993-1995 წლებში იყო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, 1993-1995 წლებში – თბილისის მერი. ასევე, ნიკოლოზ ლეკიშვილი 1995-1998 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი, 1990-1991 წლებში – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“.

მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

ამასთან, ნიკოლოზ ლეკიშვილი 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, 1999-2004 წლებში – საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, ხოლო 2004-2008 წლებში – საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ნიკოლოზ ლეკიშვილს 2019 წელს მიღებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირი ბედობა დღესაც გადაიკეტა
შემდეგი სტატიამიხაილ პოდოლიაკი – საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს