გარდაიცვალა ჰოლივუდის ვარსკვლავი დორის დეი

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მომღერალი დორის დეი ორშაბათს, 13 მაისს 97 წლის ასაკში გარდაიცვალა – მსახიობის მიერ დაარსებულმა ცხოველთა დაცვის ფონდმა გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დეის ფილტვების მწვავე ანთება ჰქონდა და ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა – “დოიჩე ველე” წერს.
დორის მერი ენ კაპალჰოფი 1922 წელს დაიბადა ოჰაიოს შტატში, მისი წინაპრები გერმანელი მიგრანტები იყვნენ. სცენური სახელი 1958 წელს წარმატებული ჰიტის Day By Day-ს შემდეგ შეიცვალა. დეი 1948-1968 წლებში 40-ზე მეტ ფილმში გადაიღეს. მას ჩაწერილი აქვს 650-ზე მეტი სიმღერა.

banner
წინა სტატიაშიიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. „ქუჩური გარჩევის“ კრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატია„ორი დაბადების დღე აქვს ქვეყანას?“ – ნატო ჩხეიძის პასუხი კოლეგებს