გარდაიცვალა ეიმუნტას ნეკროშუსი – ერთ-ერთი უჩვეულო თეატრალური რეჟისორი

ლიეტუაში ცნობილი თეატრალური რეჟისორი ეიმუნტას ნეკროშუსი გარდაიცვალა. ქვეყნის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ოჯახს მიუსამძიმრა.
რეჟისორმა სახელი გაითქვა არაჩვეულებრივი, მეტაფორული, ჩახლართული, უჩვეულო სახეებით. ის სიმბოლიზმის სტილში მუშაობდა და სცენიდან ლიტერატურას კი არ ყვებოდა, არამედ, იგავს – “ბიბისი” წერს.

ხვალ, 21 ნოემბერს ნეკროშუსი 66 წლის გახდებოდა.
რეჟისორი საბჭოთა ლიეტუას სოფელ პაჟობრისში დაიბადა. განათლება მოსკოვში მიიღო. მისი მთელი ცხოვრება თეატრთან იყო დაკავშირებული. მას დადგმული აქვს ბევრი ავტორი, მათ შორის, ჩეხოვი, პუშკინი, გოეთე, გაკეთებული აქვს, ასევე, ახალი აღთქმა. მისი დადგმები ყოველთვის უზარმაზარ ემოციას იწვევდა – წმინდა აღფრთოვანებიდან გამოკვეთილ აღშფოთებამდე.

ერთ-ერთ ინტერვიუში ეიმუნტას ნეკროშუსმა თქვა, რომ მისი აზრით “რეჟისურა მეორადი პროფესიაა. საჭოროა მეტი თავმდაბლობა. ყველაფრის ფუნდამენტი ლიტერატურაა, რომელიც, ვფიქრობ, რომ ხელოვნებაში ყველაზე მნიშვნელოვანია”
“ის ლეგენდარული ადამიანი იყო, იდუმალი. ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, გენიოსებს ეძახიან. ისინი ცოტას ლაპარაკობენ, ან არ ლაპარაკობენ საერთოდ” – ოპერის ცნობილმა ლიეტუელმა მომღერალმა ვიტაუტას იუოზაპაიტისმა თქვა.

banner
წინა სტატიაშიჩემი სახელი არის გრიგოლ ვაშაძე და გეუბნებით, რომ საქართველოში პიროვნება და მისი კერძო საკუთრება არის ხელშეუხებელი
შემდეგი სტატიაჩიკაგოში 95-ე სართულიდან ლიფტი მოწყდა – არავინ დაშავებულა