გარდაიცვალა “ძენი და მოტოციკლის მოვლის ხელოვნების” ავტორი რობერტ პირსიგი

გარდაიცვალა ამერიკელი ავტორი რობერტ პირსიგი, რომელიც ცნობილია თავისი ფილოსოფიური წიგნით “ძენი და მოტოციკლის მოვლის ხელოვნება” – The Guardian-ი წერს. პირსიგი 88 წლის იყოს. როგორც გამომცემლობა William Morrow & Co-ს წარმომადგენელმა პიტერ ჰაბარდმა განაცხადა, მწერლის გარდაცვალება მისმა მეუღლემ დაადასტურა.

ნაწილობრივ ბიოგრაფიული წიგნი “ძენი და მოტოციკლის მოვლის ხელოვნება” 1974 წელს დაიბეჭდა. თავდაპირველად, მის დაბეჭდვაზე უარი თქვა 121-მა გამომცემლობამ. წიგნი ბესტსელერი გახდა. ის გადათარგმნილია ათობით ენაზე და მილიონობით ტირაჟია გაყიდული. წიგნი ქართულ ენაზე არ არის თარგმნილი.

banner
წინა სტატიაში“ევროვიზიის” პერიოდში კიევის მთავრობა უსახლკაროებს ქალაქიდან გაიყვანს
შემდეგი სტატიააშშ განვითარებად ქვეყნებს ფინანსურ დახმარებას თითქმის 70%-ით შეუმცირებს