გარდაიცვალა ცნობილი რუსი კინორეჟისორი – ელდარ რიაზანოვი

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით , რამდენიმე დღიანი ავადმყოფობის შემდეგ, მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი კინორეჟისორი – ელდარ რიაზანოვი…

ელდარ რიაზანოვი საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეჟისორი იყო, რომლის ფილმებში «Карнавальная ночь», «Берегись автомобиля», «Ирония судьбы, или С легким паром!», «Служебный роман», «Вокзал для двоих» და სხვა, საბჭოთა წყობილებისადმი ირონიულ დამოკიდებულებასთან ერთად,  ადამიანისადმი სიყვარული და ადამიანური ურთიერთობების  სითბო იკითხებოდა, რის გამოც ამ ფილმებს დღემდი დიდი რაოდენობით მაყურებელი ჰყავს როგორც რუსეთში, ასევე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშითურქებისადმი დაწესებული სანქციები რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს ემუქრება…?
შემდეგი სტატიაყიფშიძის ქუჩაძე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია