14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

“გარდაიცვალა ჩვენი თეატრის ლეგენდა”- ახმეტელის თეატრი

76 წლის ასაკში მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ახმეტელის თეატრის Facebook-გვერდი ავრცელებს.

“ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა….
ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი.
ბატონი ნუგზარის შემოქმედებითი გზა ქართული თეატრალური ხელოვნების გამორჩეული მატიანეა, როგორც ახმეტელის თეატრში – ასევე: სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღაში“
მისი მრავალმხრივი ნიჭი თანაბარი სიძლიერით ვლინდებოდა როგორც სცენაზე, ისე კინოეკრანზე. ბატონმა ნუგზარმა შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი კინოპერსონაჟი, რომლებმაც მას მაყურებლის საყოველთაო სიყვარული და აღიარება მოუტანა.
ახმეტელის თეატრის დაარსების პირველივე დღიდან ის იყო ჩვენი დასის განუყოფელი ნაწილი, ერთგული მეგობარი და პროფესიონალიზმის მაგალითი. მისი წასვლა დიდი დანაკლისია მთელი ქართული კულტურისთვის.

სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის კოლექტივი სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს” ,_ ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: აბსოლუტური ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში
შემდეგი სტატია“მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში”- ზელენსკი ფიცოს ესაუბრა