გარდაიცვალა ანატოლი ლუკიანოვი – საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს უკანასკნელი თავმჯდომარე

საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს უკანასკნელი თავმჯდომარე ანატოლი ლუკიანოვი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ქალიშვილმა დაადასტურა.
ანატოლი ლუკიანოვმა კარიერა საბჭოთა კავშირის სამთავრობო ორგანოებში 1950-იან წლებში დაიწყო. 1961 წლიდან ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის აპარატში მუშაობდა, 1984 წელს ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს.

1990 წელს, როცა მიხეილ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი გახდა, ლუკიანოვმა ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე შეცვალა. 1991 წელს ის გადატრიალების მცდელობის ბრალდებით სხვა პოლიტიკოსებთან ერთად დააპატიმრეს, მოგვიანებით კი ხელწერილით გაანთავისუფლეს. 1994 წლიდან ის ამნისტირებული იყო.

“ბიბისი” წერს, რომ პოლიტიკის გარდა ლუკიანოვი წერდა ლექსებს და იყო რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი. მას ანატოლი ოსენევის ფსევდონიმით გამოცემული აქვს რამდენიმე კრებული.

banner
წინა სტატიაშიახალი წლიდან ნავთობზე ფასი 11%-ით გაიზარდა
შემდეგი სტატია,,დარწმუნებული ვარ, მოსამართლეების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობას”