ამერიკელი ექიმი, ჰენრი ჰეიმლიხი, რომელმაც ადამიანის დახრჩობისაგან გადარჩენის მეთოდი გამოიგონა, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გასული საუკუნის 70-იან წლებში ჰეიმლიხმა გამოიგონა მეთოდი, რომელიც იმ ადამიანის გადარჩენის საშუალებას იძლევა, რომელსაც სასუნთქ გზებში გარკვეული (საგანი ძირითადად საკვები) ჩაუვარდა.
იმისათვის, რომ ადამიანს დაეხმაროთ, რომელიც საკვების სასუნთქ გზაში გადაცდომით იხრჩობა, აუცილებელია მის უკან დადგეთ და მუცელზე მუშტებით დააწვეთ. მიმდინარე წლის მაისში 96 წლის ჰეიმლიხმა მორიგი ქალბატონი გადაარჩინა.