გარდაიცვალა ამერიკელი ასტრონავტი ალან ბინი, რომელიც მთვარეზე დადიოდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 28, 2018 16:22

გარდაიცვალა ამერიკელი ასტრონავტი ალან ბინი, რომელიც მთვარეზე დადიოდა

 

აშშ-ში გარდაიცვალა ყოფილი ასტრონავტი ალან ბინი, რომელიც მეოთხე ადამიანი იყო მათგან, ვინც მთვარეზე დაფრინდა – მისმა ოჯახმა გაავრცელა. ბინი 86 წლის იყო. ნასასთან მუშაობის შემდეგ ის წარმატებული მხატვარი გახდა, რომლის მთავარი თემა კოსმოსი იყო. ოჯახის ინფორმაციით, ალან ბინი ორი კვირის წინ ინდიანაში ყოფნისას გახდა ავად და ჰიუსტონის საავამდყოფოში გარდაიცვალა.
ასტრონავტმა მაიკ მასიმინომ ბინს ყველაზე საოცარი ადამიანი უწოდა, ვისაც ის შეხვედრია.
“ჩვენ ვიხსენებთ ასტრონავტს “აპოლონ-12”-დან ალან ბინს, რომელიც მთვარეზე დადიოდა 1969 წელს და 1973 წელს კი ეკიპაჟ “სკაილებს” მართავდა. სამსახურიდან წასვლის შემდეგ ის საოცარ სამყაროს ხატავდა, რომლის ასე დანახვა მხოლოდ მას შეეძლო” – ნასამ “ტვიტერში” გამოაქვეყნა.

ნასას მთვარის პროგრამის ფარგლებში მთვარეზე სულ 24 ადამიანი გაფრინდა, აქედან მხოლოდ 12 დააბიჯებდა მის ზედაპირზე.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 28, 2018 16:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics