გარდაიცვალა “ადამიანი-ობობას” შემქმნელი

ამერიკელი მწერალი და კომპანია Marvel Comics-ის შემქმნელი სტენ ლი კალიფორნიაში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯეკ კირბისთან ერთად ლიმ კომპანია 1961 წელს დააარსა და შექნმა ისეთი პერსონაჟები, როგორიცაა “ადამიანი-ობობა”, ჰალკი და სხვა. ლის მეუღლე ჟოანი 2017 წელს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამერიკულ მედიასთან საუბარში სტენ ლის ქალიშვილმა ჯეი-სიმ მამას “უდიდესი და ღირსეული” ადამიანი უწოდა.
ლეგენდარული კომიქსების შემქმნელი საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიამერიკულ კატალოგში აფხაზეთი შეიტანეს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა
შემდეგი სტატიასტოლტენბერგმა ახალ რუსულ რაკეტას სტაბილურობის საფრთხე უწოდა