გარდაცვლილი შაკო ბარამიძის საკითხზე საპატრიარქოს სწორი ხედვა არ აქვს – მღვდელმონაზონი ანდრია სარია

მღვდელმონაზონი ანდრია სარია მიიჩნევს, რომ გარდაცვლილი შაკო ბარამიძის საკითხზე საპატრიარქოს სწორი დამოკიდებულება არ აქვს.

როგორც მღვდელმონაზონი აღნიშნავს, რელიგიურ ორგანიზაციაში “ბიბლიური თავისუფლება” გარდაცვლილი ჯარიდან თავის აცილების გამო გაწევრიანდა და ამ ორგანიზაციას რელიგიასთან კავშირი არ აქვს.

“რთული პროცესების წინაშე გვიწევს ყოფნა. ადამიანები დაბნეულები არიან. საპატრიარქოს არ აქვს სწორი დამოკიდებულება, სწორი ხედვა. ეკლესიას უნდა ემსჯელა ამ თემასთან დაკავშირებით, სინოდზე უნდა განხილულიყო. “გირჩმა” პოლიტიკურად მიიღო ეს ყველაფერი, ამიტომ დღეს ამომწურავად ეს თემა ვერ წარმოსდგება. “გირჩი” ამას როგორც რელიგიას არ უყურებს. წესის აგებას ნუ ჩავებღაუჭებით, რადგან ამით არ ხდება ადამიანის განჩინება, ღმერთი აცხონებს თუ არა. ასე დასმა საკითხის, რომ სატანაა და ეშმაკია არ შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჯარიდან თავის აცილების გამო გააკეთა ამ ბიჭმა,”- განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ.

შეგახსენებთ, 5 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესის აგებაზე უარს იმ მიზეზით, რომ გარდაცვლილი შაკო ბარამიძე “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმთავრად ირიცხებოდა.

“ბიბლიური თავისუფლება” პოლიტიკური პარტია “გირჩის” მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციაა, რომელიც ნებისმიერ მსურველზე გასცემს მღვდელმსახურის მოწმობას.

ორგანიზაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად შეიქმნა. მოგვიანებით “ბიბლიურმა თავისუფლებამ” გასცა ცნობა, რომ ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და ის აღარ ირიცხებოდა ამ კონკრეტული ეკლესიის მღვდელმსახურად, მიუხედავად ამისა, ოჯახს წესის აგებაზე მაინც უარი უთხრეს.

banner
წინა სტატიაშიგვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
შემდეგი სტატიამგონია, რომ “ქართულმა ოცნებამ” პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გადაიფიქრა – ბესელია