გარდაცვლილი კადაფის ანგარიშებიდან 11 მილიარდი გაქრა

2011 წელს გარდაცვლილი ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ანგარიშებიდან, 11 მილიარდი ევრო გაქრა-ამის შესახებ ბელგიური Le Vif  იუწყება.
2011 წელს, Euroclear Bank-ში  კადაფის მიერ გადამალული 16 მილიარდი ევრო აღმოაჩინეს, რომელიც 2 სხვადასხვა ფონდის ანგარიშზე ინახებოდა და ამ ანგარიშებს გაეროს გადაწყვეტილებით, ყადაღა დაედო. ეს თანხა დააფიქსირა 2013 წელს ბელგიის ხელისუფლებამაც, თუმცა, სანამ ბელგიის ხელისუფლებამ გამოძიება აწარმოა და 2017 წლის შემოდგომაზე ანგარიშის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, აღმოჩნდა, რომ ანგარიშზე მხოლოდ 5 მილიარდი იყო დარჩენილი.
ამ დრომდე არავინ იცის, სად გაქრა 11 მილიარდი ევრო, იმ ანგარიშებიდან, რომელსაც კადაფის უახლოესი გარემოცვა აკონტროლებდა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი ალიევს 21 ქვემეხის ზალპით დახვდა
შემდეგი სტატიაფოტოკონკურსი Pink Lady Food Photography (ფოტოები)