გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები AstraZenecas-ს გამოძიებაში ჩართვას სთხოვენ

ახალციხეში გარდაცვლილ 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს დღეს, 23 მარტს დაკრძალავენ. ოჯახს ჯერ ისევ არ აქვს პასუხი – რამ გამოიწვია მომხდარი. ოჯახის ადვოკატებს საქმის მასალები გუშინ ღამით გადაეცათ.

უფლებადამცველები ექთნის შესახებ კლინიკა “იმედში” დაწერილ სამედიცინო ისტორიას დღეს გაეცნობიან, თუმცა მათი მტკიცებით, დოკუმენტები არ არის სრულია და ის არ მოიცავს აცრამდე პერიოდს.

“მივწერეთ “ასტრაზენეკას” ბრიტანეთის ფილიალს, გავაცანით საქმის დეტალები ზედაპირულად და ვთხოვეთ, რომ საქმეში ჩაერთოს. გაიხსნა ე.წ. ინქვაიერი, ანუ კვლევა და მიენიჭა ამას თავისი კოდი, იმედია “ასტრაზენეკაც” ჩაერთვება ამ გამოძიებაში და გააკეთებს თავის კვალიფიციურ მოსაზრებას, როგორც ვიცით, ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც, როგორც ამ წუთისთვის მოიაზრება, ანაფილაქსიური შოკით გარდაცივალა ადამიანი ვაქცინაციის შემდეგ”, – თქვა ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა.

ადვოკატ, ნინო ამაღლობელის განცხადებით, დოკუმენტაციამ უნდა ცხადყოს თუ რა პროცედურები ჩატარდა ვაქცინაციამდე, იყო თუ არა მისი მდგომარეობა სათანადოდ გამოკვლეული, სწორედ ამ ტიპის მონაცემები არაა ამ დრომდე ამოღებული საავადმყოფოდან.

დამატებით დოკუმენტებს ადვოკატები დღეს კლინიკიდან თავად გამოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა შეხვდა
შემდეგი სტატიაჯანმოს წარმომადგენელი 27 წლის ექთანზე – ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა