გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს.
ადვოკატის ინფორმაციით, ავტომობილს სხვა მანქანა დაეჯახა, ტერიტორიაზე კი, სადაც შემთხვევა მოხდა, განთავსებულია სათვალთვალო კამერები:
„როგორც ვიცი, ხშირად გაურკვეველია ავტომობილები მათ სახლთან ჩერდებიან და დგანან გარკვეული დროით. დღეს მოხდა ავტომობილის დაზიანება. საპატრულო გამოიძახეს, არსებობს იქ მაღაზია, სადაც არის ვიდეო სათვალთვალო კამერა, როგორც ვიცი, მაღაზიაში არც მისულა საპატრულოს ეკიპაჟი“, – განაცხადა რამიშვილიმა.
ბაჩალიაშვილის დედის თეონა თქმით, შემთხვევის დროს გაიგონეს ხმა, როდესაც გაიხედეს, ავტომობილი 90 გრადუსით იყო შემობრუნებული.
„ერთი საათის წინ მოხდა, ხმა გავიგეთ და ამაზე გავიხედეთ, ავტომობილი იყო შემობრუნებული 90 გრადუსით, უკანა მარჯვენა კარი შეჭეჭყილია და იმ ავტომობილის ფარები ყრია, რომელმაც თამარის ავტომობილი დააზიანა. არ ვიცი რა ავტომობილით მოხდა დაზიანება. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, არც შემოსაზღვრეს ტერიტორია, ხვალ დილას დამლაგებელი მივა და დაგვის იმას. გამოძიება რამდენად დაიწყეს არ ვიცი, მითხრეს, რომ მათ კომპეტენციაში არ შედის და ისინი ფაქტს ადგენენ მხოლოდ, მითხრეს, რომ გამომძიებელი დაგვიკავშირდება ერთიდან სამ დღეში,“- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელმა ქართული მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტიკის დღე მიულოცა
შემდეგი სტატიაზაზა მდივანი: ბერას გინების შემდეგ ნიღბიანმა პირებმა მცემეს