გარდაბნის რიგგარეშე არჩევნებს 16 ორგანიზაცია დააკვირდება

გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს 16 ორგანიზაცია დააკვირდება, მათ შორის ერთი უცხოური ორგანიზაციაა.

ოლქში სულ 64 საარჩევნო უბანია, მათ შორის არის ერთი სპეცუბანი, სადაც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მყოფი სამხედროები მისცემენ ხმას.

არჩევნები გარდაბანში ხვალ გაიმართება. სულ გამგებლობის ორი კანდიდატია. “ქართული ოცნების” სახელით კენჭს იყრის გოჩა ჯამარაული და ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ბესიკ კახაბრიშვილია.

banner
წინა სტატიაშიზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომა დაინიშნა