გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი იკეტება – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭომ მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მიიღო:

სოფელ ყარაჯალის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ.

სამართალდამცველების მიერ კონტროლდება სოფელთან მისასვლელი მეორეხარისხოვანი გზებიც, რომელთა მუდმივი მონიტორინგი მობილური ჯგუფების მეშვეობით ხორციელდება.

გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები.
შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში

დღეს საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

banner
წინა სტატიაშიხუთდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული 15 წლის მოზარდი იპოვეს
შემდეგი სტატიაანი გაბეჩავა : კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც ჩემი ჩვენება და არც ჩემი მიმოწერა მეგობრებთან, ყველაფერი გამოძიებისთვის დიდი ხანია ცნობილია