გარდაბნის ერთ-ერთ უბანზე რეგისტრატორი ბიულეტენს ყუას იმგვარად ახევდა, რომ ამომრჩეველს არ ჰქონდა შესაძლებლობა შემოეხაზა N1

გავრცელდა ინფორამცია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიში, რეგისტრატორი ბიულეტენს ყუას ახევდა იმგვარად, რომ ამომრჩეველს არ ჰქონოდა შესაძლებლობა, მიეთითებინა ბიულეტინში N 1, -ამის შესახებ ცესკო-ს პრესსმდივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ანა მიქელაძის თქმით, აღნიშნული შეცდომა ერთ საარჩევნო უბანზე, ერთი რეგისტრატორის მიერ იქნა დაშვებული.

„შეცდომა იქნა დაშვებული რეგისტრატორის მიერ ბიულეტენის გაცემისას, საუბო-საარჩევნო კომისიამ აღმოფხვრა აღნიშნული ხარვეზი. რეგისტრატორი იქნა ჩანაცვლებული კომისიის წევრი რეგისტრატორით”,- აღნიშნა მიქელაძემ.

ამასთან, ცესკო-ს პრესსპიკერმა დიდუბის მე-14 საუბნო-საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, კომისიის მიერ წინასწარ შეცდომით შევსებული ოქმი ამოღებულია, გაუქმებულია მოხმარებისათვის, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიას ახალი შემაჯამებელი ოქმი გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიმცხეთაში მომხდარ ავარიას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი : „ცხრის ნახევარზე გამარჯვებას ვიზეიმებ”