გარდაბანში, ტბაში გაუჩინარებულ 2 მოზარდს ეძებენ

გარდაბანში, თბოელექტროსადგურთან არსებულ ხელოვნურად მოწყობილ ტბაში გაუჩინარებულ 2 მოზარდს ეძებენ.

მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია შესაბამისი სამაშველო ტექნიკა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, ტბაში 15-17 წლის მოზარდები გაუჩინარდნენ. სამძებრო- სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობს მყვინთავები.

ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.

banner
წინა სტატიაშითევზაძე: ეს ღია პლატფორმა ხელს შეუწყობს ჩვენი პარტიის პროგრამული ხედვის შევსებას
შემდეგი სტატიაფრანგ გულშემატკივრებს ბუქარესტი ბუდაპეშტში აერიათ და თამაშს ვერ დაესწრნენ