15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

გარდაბანში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

„პაციენტს აღენიშნება მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანება, კიდურის მოტეხილობა. გაკეთდა ოპერაციები და რეანიმაციაშია. ჯერჯერობით ახალია არაფერია“, –განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

გარდაბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

banner
წინა სტატიაში„ოპოზიციური ალიანსი“ 6 ძირითად პირობას ასახელებს, „რომლის შესრულებაც აუცილებელია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ლიბრე“ დააჯარიმა