15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, პაპუნა ბახტაძეს ინფორმაციით, გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა.

“ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია, შესაბამისი პროცედურები გაგრძელდა ტრავმატოლოგიაში. ოპერაციების დასრულების შემდგომ, საღამოს გარდაიცვალა“, – განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

გარდაბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას აღნიშნული პირის გარდა, კიდევ შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯამში, გარდაცვლილია 8 ახალგაზრდა.

დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: როგორ შეიძლება გავლენიან ფიგურად გამოაცხადო ვიღაც შაიშმელაშვილი?
შემდეგი სტატიატყის მცველი- რას ითვალისწინებს “ტყის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები