13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა.

“ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელწმიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ. -ის (მისამართი: გარდაბანი, სოფელი სართიჭალა) კუთვნილი ცხოველთა სასაკლაო შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევბის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

ინსპექტირების შედეგად ობიექტზე განმეორებით დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

აღნიშული დარღვევების გამო მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებს”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიწითლიძე: მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია ხვალ მაინც ჩატარდება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო