გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა. საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. განკარგულების თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები 2016 წლის 28 იანვარს დაინიშნა.
რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გასულ თვეს, გარდაბნის გამგებელი გარსევან ნიორაძე, 55 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
შემდეგი სტატიადავით კირვალიძე, შესაძლოა, “თავისუფალ დემოკრატებში” გაერთიანდეს