5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

გარდაბანში ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით – 1988 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 2000 წელს დაბადებული მ.გ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა. სამართალდამცველებმა ფ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის  იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის კანცლერი ირანს აგრესიისა და ბირთვული პროგრამის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიათბილისში ნარკოდანაშაულისთვის 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს