გარდაბანში ჩატარებულ არჩევნებს “ლიბერალ დემოკრატების” ლიდერი მუხრან ბურჭულაძე ეხმაურება

გარდაბანში ჩატარებულ არჩევნებს

გარდაბანში ჩატარებულ არჩევნებს "ლიბერალ დემოკრატების" ლიდერი მუხრან ბურჭულაძე ეხმაურება

გარდაბანში ჩატარებულ არჩევნებს “ლიბერალ დემოკრატების” ლიდერი მუხრან ბურჭულაძე ეხმაურება

გარდაბანში არჩევნებმა სამარცხვინოდ ჩაიარა. პროცესმა ცხადჰყო, რომ ორივე პოლუსი სისუსტის გადაფარვას ძალადობით და კანონის დარღვევით ცდილობს. უკვე ვხედავთ როგორ ეცდებიან რადიკალური პოზიცია და ოპოზიცია ოქტომბრის არჩევნებში ხმების დატაცებას. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ჩვენი მომავლისთვის გადამწყვეტი ნაბიჯი, ამიტომ ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ სად სურთ ცხოვრება, უძრაობასა და უპერსპექტივობაში, დაუსრულებელ სკანდალსა და გაჭირვებაში, თუ განვითარებულ სახელმწიფოში.
ორივე პოლიტიკური გაერთიანება გამოფიტულია, იქ არ არის იდეა და განვითარების კონკრეტული გეგმა, ამიტომაც გეუბნებით;
ორივე პოლუსი საკუთარი სატელიტებით ერთმანეთზე უარესი სოციალური დაპირებებით დაიწყებს ამომრჩევლის გულის მოქონვას, რასაც გარდა იმისა რომ აღსრულება არ უწერია, სამუდამოდ დაასამარებს თანამედროვე საქართველოს ეკონომიკის იდეას.
მაოცებს სად იშვა ამდენი ლენინი და კიდევ როგორ უძლებს ჩვენი ეკონომიკა ბოლშევიკების რევანშს.
მინდა გითხრათ, რომ სულ მალე წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის ხედვას და ეკონომიკურ სტრატეგიას, სადაც ყველა დაინახავს საკუთარი ოჯახის ფინანსური განვითარების რეალურ შესაძლებლობებს. ამ დოკუმენტში ვერ იპოვით პირფერობასა და ტყუილს, ვერც აღუსრულებად დაპირებებს ან საბჭოთა ეკონომიკის ნიშნებს რომელმაც 15 რესპუბლიკა დაღუპა.
დოკუმენტი ასახავს ევროპული, განვითარებული და ფინანსურად ძლიერი მოქალაქეების სახელმწიფო ეკონომიკის დეტალებს. ჩვენს მიერ გადადგმული გაბედული ნაბიჯები იქნება ერთადერთი შესაძლებლობა, ვაშენოთ ჩვენი შვილების მომავალი.
მხოლოდ ერთია, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა თავად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან.

banner
წინა სტატიაში“რუსეთის ფედერაცია იმედგაცრუებულია საერთაშორისო სასამართლოს ქმედებებით”
შემდეგი სტატია“ქართველი ჯარისკაცები არიან ის სიამაყე, რომელსაც ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ვავლენთ”