გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა 24news.ge წერს, BMW-ს მარკის ავტომობილი გოგონას იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა. ის ადგილზე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

















