გარდაბანში 39 წლის მამაკაცი მოკლეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“დამოკიდებულება, რომ პრეზიდენტს არ აქვს ინიციატივების გამოთქმის უფლება, საბავშვო ბაღის თემაა”
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობა ძლიერი ბერკეტია, რათა ყველა საარჩევნოდ გაცემული დაპირება შესრულდეს