სოციალურ ქსელში ვრცელდება გარდაბნის მერიის თანამშრომლის ფოტო, რომელმაც 16 წლის გოგონა მოკლა. ფოტოს და წერილს Facebook-ის პირად გვერდზე ჟურნალისტი, სამირა ბაირამოვა ავრცელებს.
როგორც ბაირამოვა წერს, აღნიშნულ მამაკაცი საჯარო მოხელეა და ამის გამო ის, გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს.
“თაიმერი” სამირა ბაირამოვას “პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:
“გარდაბანში 16 წლის გოგოს მკვლელი. ანუ, რა ხდება გარდაბანში: ეს პიროვნება, რომელიც გარდაბნის მერიის თანამშრომელია, ე.წ. „ბლატნოი“ ბიჭია, მისი Facebook-გვერდიც რუსულ ენაზეა. ერთხელ მძიმე ავარიაც მოუვიდა ნასვამ მდგომარეობაში და ძლივს გადარჩენილია.
როგორც ამბობენ, თავად გარდაბნის პოლიციელები ადგილობრივებთან ძმაკაცობენ და ბევრ რამეზე თვალს ხუჭავენ. ამიტომ ქალაქში რეალური სიმშვიდე და უსაფრთხოება მხოლოდ მაშინ არის, როცა რუსთავის პატრული შედის გარდაბანში. უკვე იციან, რა დროს მოდიან, და მაშინ წესიერად იქცევიან, ხოლო სხვა დროს ქალაქში ხშირია ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, მაღალი სიჩქარე და დრიფტი. გარდაბანში შავების, ჯიუდოისტების, დეპუტატის ჰყავთ ბანდა რომელიც მათ ყველაფერის ჩადენის უფლება აქვს
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia მისახედია კრიმინალის ბუდეა!”, – წერს სამირა ბაირამოვა.
















