გარდა იმისა, რომ ტყუილია, კანონის დარღვევაცაა – ნიკა გვარამია კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქზე” ეხმიანება ირაკლი კობახიძის ბრიფინგს, სადაც მან არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემები გაავრცელა. “მთავარი არხის” გენდირექტორმა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ერთდროულად დაადანაშაულა სიცრუესა და კანონის დარღვევაში.

კობახიძემ ბრიფინგზე ყალბი მონაცემები გაავრცელა, მილიონ ხმას ვიღებთ, ნაცები 400.000, ევსაქები 80.000 და ასე შემდეგ. თავი დავანებოთ, რომ ეს ტყუილია, ეს კანონის დარღვეევაა.
ახლა მაშინ მე მომისმინეთ: ქართული ოცნება აგებს არჩევნებს.
ჩემი გჯერაა? – წერს ნიკა გვარამია “ფეისბუქზე”.

შეგახსენებთ, როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული ოცნება ამ არჩევნებზე მილიონი ხმის მობილიზებას ვარაუდობს და ამის თქმის საფუძველს აძლევს, 11 საათისთვის გამოხატული აქტივობის მონაცემები.

banner
წინა სტატიაშიაქტივობა საარჩევნო უბნებთან მაფიქრებინებს, რომ დღეს ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღეა – ირმა ნადირაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი – მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, წავიდნენ არჩევნებზე