,,გარანტია არ არის, პრეზიდენტსა და პრემიერზეც არ არსებობდეს მსგავსი ჩანაწერები “

ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე, არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ფარული ჩანაწერები იყოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტზე და ასეთი ჩანაწერები რუსული სპეცსამსახურების მიერ ქვეყნის დასაშანტაჟებლად იქნას გამოყენებული.

ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და მისი გამოძიებისთვის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

„არ არის  გარანტია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ან სხვა ხელისუფლების პირობებში რომელიღაც მინისტრზე ან პრემიერ-მინისტრზე ან პრეზიდენტზე არ არსებობდეს ასეთი ჩანაწერები და ისინი არ იქნება გამოყენებული. არ არის გარანტია, რომ  რუსული სპეცსამსახურები არ გამოიყენებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის სახით,“ – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიინტერპოლმა დათა ახალაიას ძებნა შეწყვიტა
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფო” ტერაქტებს ორი თვის განმავლობაში გეგმავდა