გაქურდვა იტალიურად: საინკასაციო მანქანა ექსკავატორით გაგლიჯეს

იტალიის პოლიცია ეძებს ქურდებს, რომლებმაც აპულიას რეგიონში საინკასაციო ბრონირებული მანქანიდან ორ მილიონ ევროზე მეტი გაიტაცეს. ოთხკაციანმა ბანდამ ქალაქ ბართან საინკასაციო მანქანა ორივე მხრიდან სატვირთო მანქანებით დაბლოკა. დაცვა იარაღით შეაშინეს, შემდეგ კი მანქანასთან ორი ექსკავატორი მიაყენეს და კოვშებით გახსნეს მანქანა, როგორც კონსერვის ქილა. დაცვის სამი წევრი, რომლებიც მანქანაში იმყოფებდა, არ დაშავებულა, თუმცა, თუმცა, შოკი მიიღეს.
გატაცება ოთხშაბათს, 07.30 წუთზე მოხდა. გამტაცებლები შემთხვევის ადგილიდან ორი მანქანით მიიმალნენ – “ბიბისი” წერს.

როგორც იტალიური Corriere della Sera წერს, გასულ წელს დამნაშავეებმა ორჯერ სცადეს ექსკავატორებით საინკასაციო მანქანის გაქურდვა, მაგრამ ორივეჯერ წარუმატებლად.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის მოსახლეობა 1,27 მილიონით შემცირდა
შემდეგი სტატიაHuawei-მ აიფონიდან განთავსებული ტვიტის გამო თანამშრომლები დასაჯა