გაფრთხილების მიუხედავად ტრამპმა “ბეჭდების მბრძანებლების” სლოგანი ისევ გამოიყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამმა თავის “ინსტაგრამზე” მექსიკასთან კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, სადაც “ბეჭდების მბრძანებლები”-დან სლოგანი ისევ გამოიყენა. ფოტოზე წარწერა “The Wall Is Coming” (კედელი მალე იქნება) სერიალის საფირმო შრიფტით არის გაკეთებული. “ბეჭდების მბრძანებლების” მემი ასე ჟღერს – “ზამთარი მალე იქნება”. შესაძლებელია, ტრამპი სერიალის ფანია, მაგრამ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ მას, სავარაუდოდ, მეშვიდე სეზონი არა აქვს ნანახი, სადაც დრაკონი კედელს ანგრევს.

დონალდ ტრამპი “ბეჭდების მბრძანებლების” სლოგანს პირველად არ იყენებს იმის მიუხედავად, რომ სერიალის გადამღებმა კომპანიამ მას სთხოვა, ეს არ გააკეთოს. გასულ წელს ტრამპმა იგივენაირად დააანონსა ირანის მიმართ სანქციები. “სანქციები მალე იქნება” – ეწერა მაშინ აფიშაზე.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასტამბოლში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს მოეწერა ხელი