20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

გაფრთხილება მოსახლეობას: 14-15 ივლისს საქართველოს რეგიონებში სტიქიური მოვლენებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ივლისის დღის ბოლოდან 15 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”,_ აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიაფეთქება ბათუმში: გაზის ბალონის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატია“ეს იყო პოლიტიკური განცხადებები და არა მოწმის ჩვენებები”- ბადრი ჯაფარიძე სასამართლო პროცესის შესახებ