გაფიცვა რუსთავის მეტალურგიულ საწარმოში – აქციის მონაწილეები ხელფასების ზრდას ითხოვენ

ქვეყნის ორი უმსხვილესი საწარმოს მუშები გაიფიცნენ. ჭიათურ-მანგანუმსა და რუსთავის მეტალურგიულ საწარმოში დასაქმებულებმა დღეს დილიდან პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტეს და ქუჩაში გავიდნენ.

ისინი მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ სამუშაო პროცესის განახლებას. გაფიცულები არაადამიანურ სამუშაო პირობებზე საუბრობენ და დაბალი ხელფასის გაზრდას ითხოვენ.

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აცხადებენ, რომ ცხოვრება გაუსაძლისი გახდა მათი ხელფასები კი არ იმატებს.

მათი თქმით, სამუშაო პირობები ძალიან რთულია და ანაზღაურება კი მხოლოდ 580 ლარს შეადგენს. თანამშრომლები ამბობენ, რომ ხელფასი 50% -ით უნდა გაეზარდოთ.

„მობრძანდა ბატონი დირექტორი, რომელმაც განგვიცხადა, რომ მე ალტერნატიულ გზას ვნახავ და სხვას დავასაქმებო, ანუ ქუდი დაიხურეთ და წადითო.

მე მოვუწოდებ ყველას, რომ ჩვენ ვიმყოფებით მე-19 საუკუნის კაპიტალიზმში, კაპიტალიზმიც არ არის ფეოდალიზმია. როგორც უნდათ ისე წყვეტენ და ისე აკეთებენ. ჩვენ არაფერს გვეკითხებიან. გაუსაძლის პირობებში ვმუშაობთ, დღედაღამე აქ ვართ,“-ამბობს გაფიცული თანამშრომლები.

მათ ადგილზე იურიდიული დახმარება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა გაუწია. მისი თქმით, მოთხოვნების შესრულებამდე საწარმოს თანამშრომლები შენობაში შესასვლელი კარის პიკეტირებას გააგრძელებენ.

როგორც ცნობილია, გაფიცულებს უკვე შეხვდა საწარმოს ხელმძღვანელის მოადგილე. არჩილ მელქაძე ამბობს, რომ თანამშრომელთა პროტესტი მოულოდნელი იყო. მისი თქმით, ხვალ ექნება პასუხი რა გადაწყვეტილება მიიღებს კომპანია.

„ხვალ ვეტყვით რა შეგვიძლია შევასრულოთ, რა არა, ეს არის დღეის მდგომარეობით. არაფერზე უარი არ გვითქვამს. ეს თავისუფალი ქვეყანაა, ვისაც უნდა შეუძლია წავიდეს, ვისაც უნდა დარჩეს,“-აცხადებს მელქაძე.

banner
წინა სტატიაშიროგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას” მიუვიდა გარკვეული კვლევის შედეგები და მათ გადაწყვიტეს ვითარების ხელოვნურად ესკალაცია
შემდეგი სტატიათამარ ჟვანიასთან კითხვები არ გვაქვს, რადგან ვხედავთ, რომ ცესკო საარჩევნო პროცესს კანონის შესაბამისად მართავს