გაფიცვა გრძელდება – სოციალური მუშაკები კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან

სოციალური მუშაკების გაფიცვა გრძელდება – სოციალური სააგენტოს თანამშრომლები, სამსახურში არც დღეს მივლენ. ისინი კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან.

ისინი სოციალური პოლიტიკის გადახედვას, ხელფასების მატებას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

მასშტაბური საპროტესტო ტალღა გუშინ დაიწყო. აქციები გუშინ ქვეყნის მასშტაბით, ხუთ ქალაქში გაიმართა. 200-ზე მეტი სოციალური მუშაკი კი დღის ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბა. აქცია გვიანობამდე გაგრძელდა.

სოციალურ მუშაკებს სოლიდარობას უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

„ჩვენ იძულებულები გავხდით, რომ დაგვეწყო სოციალური აქტვიზმი, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოვითხოვოთ ის უფლებები, რაც ზოგადად ამ პროფესიის წარმომადგენლებს აქვთ.

მოვითხოვთ იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უკეთესად გააცნობიეროს ის თუ რა როლი აქვს სოციალურ მუშაობას და ამის შესაბამისად დაგეგმოს რეალური ცვლილებები,“-აცხადებს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე შორენა საძაგლიშვილი.

banner
წინა სტატიაში“2012 წელს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, სადაც რუსეთი აქტიურად ერეოდა” – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაშსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავა