10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის, მეუფე ილარიონის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

როგორც სინოდის დასრულების შემდეგ მეუფე ილარიონმა აღნიშნა, აღნიშნული საკითხები კვლავ უნდა განიხილონ სინოდის მომდევნო სხდომაზე და შემდეგ მოხდება პატრიარქობის კანდიდატთა შერჩევა.

მეუფეს ინფორმაციით, გაფართოებული საეკლესიო კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

წმინდა სინოდის სხდომა, სადაც პატრიარქობის კანდიდატებს შეარჩევენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ ჩაინიშნება. შერჩული სამი კანდიდატი წარედგინება გაფართოებულ საეკლესიო კრებას, რომლის გამართვის თარიღიც, სავარაუდოდ, სინოდის ამ სხდომაზე დადგინდება.

საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით – არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი.

banner
წინა სტატიაშიმიტროპოლიტი ილარიონი: პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით, დღეს სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღია
შემდეგი სტატია„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ქუვეითზე თავდასხმას უარყოფს