გაფართოების ანგარიშამდე, მნიშვნელოვანია, რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობის გაგრძელება და დაჩქარება – ვარჰეი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეის და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანთან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფასება და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგის განხილვა და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა.

შეხვედრას “ტვიტერზე” გამოეხმაურა ოლივერ ვარჰეი, რომელმაც დაწერა:

“განიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე. მინისტრმა დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტზე სწორი მიმართულებით მიდის. მნიშვნელოვანია ამ სამუშაოს გაგრძელება და დაჩქარება 2023 წლის გაფართოების ანგარიშამდე”. – განცხადა ვარჰეიმ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდაცვის სამინისტრო – შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი დღეიდან სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად განიხილება
შემდეგი სტატიათეთრი სახლი – რუსეთმა, შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმა განახორციელოს