“გაოგნებული ვარ… ვერ წარმომიდგენია, თუ ჩვენს ზურგს უკან ეს ხდებოდა….”ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება”

ჩანაწერებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება” ემსგავსება გაუგებარ ორგანიზაციას, რომელსაც თან უნდა მაფიოზობანა ითამაშოს და თან ყოველდღე გაჟონვა აქვს ინფორმაციის, – ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის” წევრი დავით ჭიჭინაძე გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერებს, რომლებშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ. ჭიჭინაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება.

„ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვები ფაქტობრივად მოხსნილია, როგორც უკვე ითქვა, გამოძიება უკვე დაიწყო. საზოგადოებაში უკვე შფოთვის საგანი გახდა ეს, რადგან “ქართული ოცნება” ამ ჩანაწერებიდან გამომდინარე ემსგავსება გაუგებარ ორგანიზაციას, რომელსაც თან უნდა მაფიოზობანა ითამაშოს და თან ყოველ დღე გაჟონვა აქვს ინფორმაციის. ვფიქრობ, ეს ყველანაირად საფრთხეს უქმნის საზოგადოებას და შეშფოთების საგანია. მე გაოგნებული ვარ, რადგან დავდიოდი ამ პარტიის სახელით და ხალხს ვთხოვდი მხარდაჭერას. ვერ წარმომიდგენია, თუ ჩვენს ზურგს უკან ეს ხდებოდა. ვფიქრობ, “ქართული ოცნების” ღირსეულმა წევრებმა შესაბამისი შეფასებები უნდა მისცენ ამ ყველაფერს. რასაც ჩვენ ვისმენთ, პოზიტივი აღარ არის ამ ქვეყანაში. ეს ყველაფერი გამოსაძიებელია და ალბათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება, რადგან არ შეიძლება ეს გუნდი ასეთი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი ხელისუფლებაში. მე ვთვლი, რომ პასუხს დღეს თუ არა, ძალიან მალე სხვა მეთოდებით მივიღებთ. ხელისუფლება აუცილებლად მიიღებს პასუხებს ამ შავ-ბნელ საქმეებზე”, -განაცხადა ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშისიტუაცია არის უაღრესად საგანგაშო – დავით ბაქრაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში გაკეთებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება
შემდეგი სტატიაელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს