განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შსს-მ 2011 წლიდან განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი 36 წლის მამაკაცი რუსთავში დააკავა.

სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ა-კა-ეს-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 165 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, დაკავებულმა 2011 წელს ურთიერთშელაპარაკებისას პიროვნება მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

banner
წინა სტატიაში” დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩვენ გვკითხავენ, კარგად იციან თუ რა აბსურდის თეატრში მონაწილეობენ”
შემდეგი სტატია(video)სახალხო დამცველმა სპეციალურ ანგარიში წარადგინა „განათლების უფლება გალის რაიონში