14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 27 ივლისს, ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განაწყენებულმა ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, ორ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმუდმივად განახლებადი მობაილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
შემდეგი სტატიაBBC: ლიბანის არმია ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს