განზრახ მკვლელობის მცდლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998
წელს დაბადებული გ.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, მოქალაქეს დანით
მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი
გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშინაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში, 175 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
შემდეგი სტატიაჯაფარიძე ISFED-ზე: პარალელური დათვლა არ აჩვენებს კარუსელებს