17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა დაზარალებული, რის შედეგადაც მან სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიიღო.

„ბრალდებულს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 -108 -ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ პარლამენტმა დავით მამისეიშვილი აირჩია
შემდეგი სტატიაამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ