15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული დ.ე. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით – 1987 წელს დაბადებული ო.ქ.
დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე  ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპელ პარტნიორებს იარაღის მიწოდების შესაძლო შეფერხების შესახებ აცნობა
შემდეგი სტატიააშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დამატებით 30 დღით შეამსუბუქა