განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობა თანახმაა მდიდრებს გადასახადები გაეზარდოთ

განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობა თანახმაა მდიდრებს გადასახადები გაეზარდოთ – ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების 21 ქვეყნის კავშირმა გამოაქვეყნა.

ყველა 21 ქვეყანაში გამოკითხულთა უმეტესობამ დადებითად უპასუხა შეკითხვას: “მხარს უჭერთ თუ არა იდეას, გადასახადები გაეზარდოთ მდიდრებს, რომ ღარიბებს დაეხმარონ”.
მდიდრებისათვის გადასახადების გაზრდის იდეას საშუალოდ გამოკითხულთა 68%-მა დაუჭირა მხარი – “დოიჩე ველე” წერს. გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში 77% მოიწონა ეს იდეა, პორტუგალიასა და საბერძნეთში – 80%.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ბრაზილიის ნატოში შესვლას დაუჭირა მხარი
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძეს შეუძლია, ბევრი საინტერესო რამ ისაუბროს ამ კლანის შესახებ