ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგაში, NATO-ს სამიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ წერს, რომ დონალდ ტრამპთან ხანგრძლივი და შინაარსიანი შეხვედრა ჰქონდა:
“პრეზიდენტ ტრამპთან ხანგრძლივი და შინაარსიანი შეხვედრა მქონდა. განვიხილეთ ყველა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი საკითხი. მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტსა და აშშ-ს. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და რეალურ მშვიდობას, როგორ დავიცვათ ჩვენი ხალხი. ვაფასებთ ყურადღებას და მშვიდობის დამყარების ხელშეწყობისთვის მზადყოფნას. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი”.