“განვაგრძობთ საქართველოსთან მხარდამხარ მუშაობას, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო ღირებულებები”

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი განაგრძობს საქართველოსთან და ნატო-ს პარტნიორებთან მუშაობას, საერთო ღირებულებების დასაცავად.

“მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილისათვის, 2016 წლის 22 მარტს ბრიუსელში განხორციელებულ შემზარავ ტერორისტულ თავდასხმებთან დაკავშირებით. NATO წარმოადგენს თავისუფლების, დემოკრატიის ღირებულებებსა და ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პატივისცემაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას – ღირებულებებზე, რომლებსაც ძალადობის ვერანაირი გამოხატულება შეარყევს. ჩვენ განვაგრძობთ მხარდამხარ მუშაობას საქართველოსა და ჩვენს პარტნიორებთან, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო ღირებულებანი. დიდ მადლობას გიხდით თქვენ მიერ გამოხატული სოლიდარობისათვის”, – ნათქვამია წერილში.

banner
წინა სტატიაშილონდონში ჩერჩილის და ნელსონის სტატუეტებს რესპირატორები ჩამოაცვეს
შემდეგი სტატია“არჩევნების შემდეგ სერიოზულ პრობლემებს არ გამოვრიცხავ”