განსხვავებული ახალი წელი მესტიაში – თოვლის ბაბუა ყველა ბავშვს საჩუქრებს მარხილით მიუტანს

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალ წელს დაბა მესტიაში მცხოვრებ ყველა ბავშვს ორიგინალურად მიულოცავს. ახალი წლის დადგომამდე ბავშვებს თოვლის ბაბუა სვანური მარხილით საჩუქრებს მიუტანს. გარდა ამისა საჩუქრები გადაეცემა სოციალურად დაუცველებს, ხანდაზმულებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
31 დეკემბერის მესტიაში, სეტის მოედანზე ადგილობრივი ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება. 24 საათზე კი მესტიის ცას გრანდიოზული ფოიერვერკი გაანათებს.
მესტიაში უკვე დაიდგა საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც სეტის მოედანზე მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: 2012 წლიდან მოყოლებული უმუშევრობა 2,7% არის შემცირებული
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი ბიზნესმენებს მიმართავს