,,განსაკუთრებულია ის ღვაწლი, რომელიც მარიკა ლორთქიფანიძემ გასწია ქვეყნის ისტორიის კვლევისა და ისტორიული მეცნიერების განვითარების საქმეში”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო.

განსაკუთრებულია ის შრომა და ღვაწლი, რომელიც მარიკა ლორთქიფანიძემ გასწია 70 წლის განმავლობაში, ქვეყნის ისტორიის კვლევისა და ისტორიული მეცნიერების განვითარების საქმეში.

მნიშვნელოვანია ის წვლილი, რომელიც მიუძღვის მას საქართველოს მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საკითხში.
მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს ამ მძიმე წუთებში.

ეს დანაკლისი უმძიმესია თანამედროვე ქართული მეცნიერებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის”, – აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილი – აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია, თითქოს ბერლინის კლინიკამ უარი თქვა პაციენტის მიღებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება
შემდეგი სტატიაგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 24 წლის გიორგი დარჩიაშვილს ეძებენ